გომბორი-შუამთის მონასტრის გადასახვევზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოიხსნა
სოფელი გომბორი-შუამთის მონასტრის გადასახვევზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოიხსნა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ30-კმ50 (სოფ. გომბორი-შუამთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოხსნილია“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.