გოლოვკინი და ალვარესი ერთმანეთს განმეორებით მატჩში შეხვდებიან
LOS ANGELES, CA - AUGUST 26: Gennady "GGG" Golovkin poses for a photo during a media workout before his fight against Canelo Alvarez at the Banc of California Stadium on August 26, 2018 in Los Angeles, California. (Photo by Harry How/Getty Images)
გენადი გოლოვკინი აცხადებს, რომ საულ „კანელო“ ალვარესის წინააღმდეგ გასამართი განმეორებითი მატჩი მისი ცხოვრების ყველაზე დიდი ბრძოლა იქნება.
პირველ შეხვედრაში, რომელიც ორ საშუალოწონოსანს შორის 2017 წლის სექტემბერში გაიმართა, გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და მსაჯების ამ გადაწყვეტილებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რადგან, კომენტატორების უმეტესობის აზრით, გოლოვკინი უკეთესი იყო და გამარჯვებას იმსაზურებდა.
„იმედი მაქვს, რომ ეს გაცილებით უკეთესი ბრძოლა იქნება“, – აცხადებს 36 წლის ყაზახი.
აღსანიშნავია ისიც, რომ განმეორებითი მატჩი მაისისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა იმის გამო გადაიდო, რომ ალვარესმა დოპინგ-ტესტი ვერ გაიარა. შემოწმებამ მის ორაგიზმში კლენბუტეროლის არსებობა დაადასტურა – მედიკამენტისა, რომელსაც ასთმის დროს იღებენ და რომელიც ასევე გამოიყენება კუნთების გასამაგრებლად და ქონის დასაწვავად.
ბოლო 52 ბრძოლიდან ალვარესმა მხოლოდ ერთი წააგო – ქულებით ფლოიდ მეივეზერთან, 2013 წლის სექტემბერში, გოლოვკინმა კი 39-დან 38-ში იმარჯვა.
მატჩი გოლოვკინსა და ალვარესს შორის შაბათს, 15 სექტემბერს შედგება.