გოლი მძიმე ტრავმის შემდეგ - ბათუმელებს საბანაძე დაუბრუნდა
გოლი მძიმე ტრავმის შემდეგ - ბათუმელებს საბანაძე დაუბრუნდა

ბაზაზე ბათუმის „დინამომ“ მოსამზადებელ ეტაპზე ბოლო ამხანაგურ მატჩში ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

ანგისას ბაზაზე ბათუმელებმა შავი სამკლაურებით ითამაშეს – მათ კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ახლახანს გარდაცვლილი ჯონი ბაკურიძის ხსოვნას მიაგეს პატივი.

ბათუმელებმა ანგარიში მე-7 წუთზე გახსნეს: გოლი ლადო დვალიშვილის ანგარიშზეა 1:0. საბოლოო ანგარიში კი ბათუმელთა თავდამსხმელმა ნიკა საბანაძემ დააფიქსირა, რომელიც 2019 წელს მიღებული უმძიმესი ტრავმისგან განიკურნა. მატჩის მიწურულს, ბათუმელთა უპირატესობის გაზრდა გუნდის ბვრაზილიელ ახალწვეულ რეინალდოს შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა და ბათუმის „დინამომ“ 2:0 მოიგო.

„დინამო“ ბთ. 2:0 „კოლხეთი“

გოლები: 1:0 დვალიშვილი (7), 2:0 საბანაძე (75)

„დინამო“ ბთ: ალავიძე, გეგეჭკორი, კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი, მანჯგალაძე, ცინცაძე, ჯიღაური, ჯოვინო, ვაგნერი, დვალიშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: ლევჩენკო, გაგოშიძე, ჩალაძე, მამუჩაშვილი, გაფრინდაშვილი, ვინისიუსი, საბანაძე, ჯიჯავაძე, ფაცაცია, მელიავა, რეინალდო.

„კოლხეთი“: ძაგანია, ოლხოვი, გოგონაია, კირკიტაძე, თურმანიძე, ძაძამია, გვალია, კუპრავა, გოროზია, კაშია, ნინუა.

შეცვლაზე შევიდნენ: შალიკაშვილი, ბერაია, ლეჟავა, კახიანი.