გოლი კუთხურიდან - „სამტრედიამ“ კონკურენტი „თელავი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში 26-ე ტური „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ დაიწყო – „სამტრედიამ“ კონკურენტ „თელავს“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა 2:1.

თუმცა, თამაში მასპინძლებისთვის უიღბლოდ დაიწყო – 36-ე წუთზე ფირუზ მარაქველიძემ ანგარიში გახსნა და „თელავი“ დააწინაურა.

„სამტრედიამ“ წონასწორობა  სწრაფად აღადგინა – 43-ე წუთზე რატი არდაზიშვილის გადაცემით თავი დავით უბილავამ გამოიჩინა, ხოლო 53-ე წუთზე თავად არდაზიშვილმა იშვიათი გოლი გაიტანა – ბურთი პირდაპირ კარში ჩაახვია.

„სამტრედიამ“ 26 ტურის შემდეგ 19 ქულა დააგროვა და ისევ ბოლო ადგილზეა, თუმცა ხუთ ქულამდე შეამცირა სხვაობა მე-8 პოზიციებზე მყოფ „თელავთან“ (24 ქულა).