გოლი ერთ წუთში - გვილიამ „ლეგიასთვის“ გაიტანა
გოლი ერთ წუთში - გვილიამ „ლეგიასთვის“ გაიტანა

უქმეები ქართველი ფეხბურთელებისთვის წარმატებული გამოდგა – ჩვენმა ლეგიონერებმა უცხოურ კლუბებში 6 გოლი გაიტანეს. ბოლოს თავი ვაკო გვილიამ ვარშავის „ლეგიაში“ გამოიჩინა.

პოლონური არმიის გუნდმა „მიერსკიზე“ექსტრაკლასის (პოლონეთის ჩემპიონატი) მე-17 ტურში კელჩესკორონა“ მიიღო, სადაც ვატო არველაძეს ტრავმის გამო არ უთამაშია და 4:0 დაამარცხა. ვაკო გვილია ვარშაველთა სათადარიგოებში იყო, მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა, ერთ წუთში კი მეტოქის კარი ეფექტურად გათამაშებული კომბინაციით აიღო.

ვაკო გვილია თავიდან „ლეგიას“ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო, მაგრამ ტრავმის გამო სათადარიგოებში გადაინაცვლა და მისთვის ამ გოლს ჩვეულებრივზე მეტი მნიშვნელობა ჰქონდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა „ლეგიას“ ფორმა მიმდინარე სეზონში 10-ჯერ მოირგო და მესამე გოლი გაიტანა.