„გოლდენ სტეიტმა“ მნიშვნელოვანი მატჩი წააგო - „დენვერი“ „ვორიორზს“ გაუთანაბრდა [ვიდეო[
19:12, 30.03.2019
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა.
მნიშვნელოვანი შეხვედრა დათმო მოქმედმა ჩემპიონმა „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“. სტივ კერის გუნდი სტუმრად „მინესოტას“ დაუპირისპირდა და ოვერტაიმიან შეხვედრაში ერთი ქულის სხვაობით 131-130 წააგო.
გამარჯვების ქულა მასპინძლებს კარლ ენტონი ტაუნსმა საჯარიმო ტყორცნით მატჩის დასრულებამდე 0.5 წამით ადრე მოუტანა. ტიმბერვულვზის ცენტრმა 30:15 წუთში 15 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. მას სამმაგ დუბლამდე სამი გადაცემა დააკლდა.
„მინესოტას“ რიგებში ყველაზე მეტი – 24 ქულა ენდრიუ ვიგინსის ანგარიშზეა. სტუმართა შორის საუკეთესო სტეფ კარი იყო, რომელმაც 37 ქულა დააგროვა.
საკუთარი მატჩი მოიგო „გოლდენ სტეიტის“ უშუალო კონკურენტმა „დენვერნაგეთსმა“. მათ „ოკლაჰომა სითი თანდერი“ სტუმრად, ანგარიშით 105-115 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში „ვორიორზს“ გაუთანაბრდნენ (51 მოგება და 24 წაგება ორივე გუნდს).