„გოლდენ სტეიტმა“ მნიშვნელოვანი მატჩი წააგო – „დენვერი“ „ვორიორზს“ გაუთანაბრდა [ვიდეო[

19:12, 30.03.2019

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა.

მნიშვნელოვანი შეხვედრა დათმო მოქმედმა ჩემპიონმა „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“. სტივ კერის გუნდი სტუმრად „მინესოტას“ დაუპირისპირდა და ოვერტაიმიან შეხვედრაში ერთი ქულის სხვაობით 131-130 წააგო.

გამარჯვების ქულა მასპინძლებს კარლ ენტონი ტაუნსმა საჯარიმო ტყორცნით მატჩის დასრულებამდე 0.5 წამით ადრე მოუტანა. ტიმბერვულვზის ცენტრმა 30:15 წუთში 15 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. მას სამმაგ დუბლამდე სამი გადაცემა დააკლდა.

მინესოტას“ რიგებში ყველაზე მეტი – 24 ქულა ენდრიუ ვიგინსის ანგარიშზეა. სტუმართა შორის საუკეთესო სტეფ კარი იყო, რომელმაც 37 ქულა დააგროვა.


საკუთარი მატჩი მოიგო „გოლდენ სტეიტის“ უშუალო კონკურენტმა „დენვერ ნაგეთსმა“. მათ „ოკლაჰომა სითი თანდერი“ სტუმრად, ანგარიშით 105-115 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში „ვორიორზსგაუთანაბრდნენ (51 მოგება და 24 წაგება ორივე გუნდს).

ბოსტონი – ინდიანა 114-112
ატლანტა – პორტლენდი 98-118
იუტა – ვაშინგტონი 128-124
ლეიკერსი – შარლოტი 129-115

მსგავსი