„გოლდენ სტეიტმა“ დასავლეთ კონფერენციის ლიდერი დაამარცხა - კარი საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT
„გოლდენ სტეიტმა“ დასავლეთ კონფერენციის ლიდერი დაამარცხა - კარი საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩები გაიმართა. მიმდინარე რეგულარულში რიგით მეათე მარცხი განიცადა დასავლეთ კონფერენციის ლიდერმა „იუტამ“. „ჯაზი“ სან ფრანცისკოსჩეის ცენტრში“ „გოლდენ სტეიტს“ ეწვია და 119-131 დამარცხდა.

ვორიორსმა“ პირველი ტაიმი 13 ქულის სხვაობით მოიგო. „ჯაზმა“ ვითარების შეცვლა ვერც მეორე ნახევარში შეძლო და საბოლოოდ მატჩი 12 ქულის სხხვაობით წააგო.

სტივ კერის გუნდში 32 ქულით ყველაზე შედეგიანი სტეფ კარი იყო. მას ორმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა. 28 ქულა მიითვალა ენდრიუ ვიგინსმა. 11 ქულით, 12 მოხსნითა და 12 პასით სამმაგი დუბლი გაიფორმა დრეიმონდ გრინმა. აღსანიშნავია ასევე ახალგაზრდა ჯორდან პულის 18 ქულა.

იუტელთა რიგებში 24 ქულითა და 28 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა რუდი გობერმა. 24 ქულით დაასრულა შეხვედრა დონოვან მიჩელმა. 23 ქულა ჰქონდა მაიკ კონლის. 21 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს ჯორდან კლარკსონმა.

მარცხის მიუხედავად „იუტა“ 28 მოგებითა და 10 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ერთპიროვნულად ლიდერობს. საინტერესოა, რომ მეორე ადგილზე 25 მოგებითა და 12 მარცხით „ფინიქსია“. მოქმედი ჩემპიონი „ლეიკერსი“ მესამე პოზიციაზეა. რაც შეეხება „გოლდენ სტეიტს“, „ვორიორზი“ ჯერჯერობით 20 მოგებითა და 19 მარცხით მეცხრე ადგილზე იმყოფება.

 

გოლდენ სტეიტი – იუტა 131:119

 

ოკლაჰომა – მემფისი 128:122

 

ფილადელფია – სან ანტონიო 134:99

 

ორლანდო – მაიამი 97:102

 

ატლანტა – კლივლენდი 100:82

 

ჰიუსტონი – ბოსტონი 107:134

 

მინესოტა – პორტლენდი 114:112

 

ჩიკაგო – ტორონტო 118:95

 

ნიუ ორლეანი – კლიპერსი 135:115