„გოლდენ სტეიტმა“ დასავლეთ კონფერენციის ლიდერი დაამარცხა – კარი საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩები გაიმართა. მიმდინარე რეგულარულში რიგით მეათე მარცხი განიცადა დასავლეთ კონფერენციის ლიდერმა „იუტამ“. „ჯაზი“ სან ფრანცისკოს „ჩეის ცენტრში“ „გოლდენ სტეიტს“ ეწვია და 119-131 დამარცხდა.
„ვორიორსმა“ პირველი ტაიმი 13 ქულის სხვაობით მოიგო. „ჯაზმა“ ვითარების შეცვლა ვერც მეორე ნახევარში შეძლო და საბოლოოდ მატჩი 12 ქულის სხხვაობით წააგო.
სტივ კერის გუნდში 32 ქულით ყველაზე შედეგიანი სტეფ კარი იყო. მას ორმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა. 28 ქულა მიითვალა ენდრიუ ვიგინსმა. 11 ქულით, 12 მოხსნითა და 12 პასით სამმაგი დუბლი გაიფორმა დრეიმონდ გრინმა. აღსანიშნავია ასევე ახალგაზრდა ჯორდან პულის 18 ქულა.
იუტელთა რიგებში 24 ქულითა და 28 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა რუდი გობერმა. 24 ქულით დაასრულა შეხვედრა დონოვან მიჩელმა. 23 ქულა ჰქონდა მაიკ კონლის. 21 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს ჯორდან კლარკსონმა.
მარცხის მიუხედავად „იუტა“ 28 მოგებითა და 10 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ერთპიროვნულად ლიდერობს. საინტერესოა, რომ მეორე ადგილზე 25 მოგებითა და 12 მარცხით „ფინიქსია“. მოქმედი ჩემპიონი „ლეიკერსი“ მესამე პოზიციაზეა. რაც შეეხება „გოლდენ სტეიტს“, „ვორიორზი“ ჯერჯერობით 20 მოგებითა და 19 მარცხით მეცხრე ადგილზე იმყოფება.
გოლდენ სტეიტი – იუტა 131:119
https://www.youtube.com/watch?v=QBiPnNrScT4
ოკლაჰომა – მემფისი 128:122
https://www.youtube.com/watch?v=KkO330ju-eM
ფილადელფია – სან ანტონიო 134:99
https://www.youtube.com/watch?v=cLZFn6rlRnE
ორლანდო – მაიამი 97:102
https://www.youtube.com/watch?v=3y1iNN6EBZI
ატლანტა – კლივლენდი 100:82
https://www.youtube.com/watch?v=c95k36Bi7-4
ჰიუსტონი – ბოსტონი 107:134
https://www.youtube.com/watch?v=vt9fCWvoFPs
მინესოტა – პორტლენდი 114:112
https://www.youtube.com/watch?v=I6r9QydFLeA
ჩიკაგო – ტორონტო 118:95
https://www.youtube.com/watch?v=-U-WfATBulo
ნიუ ორლეანი – კლიპერსი 135:115
https://www.youtube.com/watch?v=E7OfjTHEMKw