„გოლდენ სტეიტის“ სენსაციური მარცხი „ფინიქსთან“ - ბუკერი საუკეთესოა [ვიდეო]

„გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“ მიმდინარე სეზონზე რიგით 21-ე მატჩი წააგო. სტივ კერის გუნდი რეგულარულის მორიგ შეხვედრაში საკუთარ „ორაკლ არენაზე“ აუტსაიდერ „ფინიქსს“ დაუპირისპირდა და მოულოდნელად, ანგარიშით – 111:115 დამარცხდა. მოქმედმა ჩემპიონმა მხოლოდ პირველი პერიოდის მოგება შეძლო.

ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო „სანსის“ ლიდერი დევინ ბუკერი იყო, რომელმაც მატჩი 37 ქულითა და 11 პასით დაასრულა. სამმაგ დუბლამდე მას ორი მოხსნა დააკლდა. კელი უბრეს ანგარიშზე 22 ქულაა. 18 ქულა შესძინა „ფინიქსსდეანდრე ეიტონმა.

ვორიორზის“ რიგებში ყველაზე მეტი 28 ქულა კლეი ტომპსონის ანგარიშზეა. კევინ დურანტმა მატჩი 25 ქულით და კოჭის ტრავმით დაასრულა. 18 ქულა ჰქონდა სტეფ კარის.

დეტროიტი – ჩიკაგო 131-108
მაიამი – ტორონტო 104-125
ფილადელფია – ინდიანა 106-89
ატლანტა – ნიუ ორლეანი 128-116
მემფისი – ორლანდო 105-97
დალასი – ჰიუსტონი 93-94
მინესოტა – ნიუ იორკი 103-92
სან ანტონიო – მილუოკი 121-114