„გოლდენ სტეიტ უორიორზმა“ საკუთარ მოედანზე „სან ანტონიო სფერსი“ შეარცხვინა. გრეგ პოპოვიჩმა მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ გადახალისებული შემადგენლობით თამაში გადაწყვიტა და გუნდის რამდენიმე ლიდერს დასვენების საშუალება მისცა. ამის გამო, მასპინძლებმა მეტოქე დასაჯეს და მიმდინარე სეზონის ყველაზე დიდი სხვაობით მარცხი აგემეს. „ორეკლ არენაზე“ გამართულ მატჩში, ოკლენდელებმა ყველა მეოთხედი მოიგეს, რამაც საბოლოო ჯამში, 39-ქულიანი სხვაობა დააფიქსირა. 141:102 „გოლდენ სტეიტის“ სასარგებლოდ. გამარჯვებულთა ლიდერი კლეი ტომპსონ იყო, 26 ქულით. „უორიორზი“ დასავლეთ კონფერენციაში უკვე ერთპიროვნული ლიდერია, მით უმეტეს, რომ თავისი შეხვედრა წააგო „დენვერნაგეტსმა“. კოლორადოელები ბრუკლინში დამარცხდნენ, ანგარიშით 130:135. სტივ კერის გუნდს 38 მოგება და 15 მარცხი აქვს. მომდევნო ტურში „გოლდენ სტეიტი“ აუტსაიდერი „ფინიქსსანზის“ დამარცხებას შეეცდება.
ლუკა დონჩიჩის სამმაგი დუბლით „დალას მავერიქსმა“ საკუთარ „ემერიქანეირლაინს არენაზე“ „შარლოტ ჰორნეტსი“ ანგარიშით 99:93 დაამარცხა. სეზონის დებიუტანტმა სლოვენიელმა 19 ქულა 11 გადაცემა და 10 მოხსნა ჩაიწერა პირად აქტივში. დალასელებიპლეიოფში მოსახვედრად იბრძვიან. რიკ კარლაილის გუნდს ჯერჯერობით მოგება-წაგების უარყოფითი ბალანსი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას „მავერიქსი“ საკუთარ დარბაზში აღმოსავლეთის ლიდერ „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.