„გოლდენ სტეიტმა“ „ლეიკერსთან“ ანგარიში გაათანაბრა - კლეი ტომპსონმა რვა სამქულიანი ჩააგდო [ვიდეო] #1TVSPORT
NBA-ის დასავლეთის კონფერენციის ნახევარფინალში „გოლდენ სტეიტმა“ „ლეიკერსი“ შინ 127:100 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა „გოლდენ სტეიტის“ მსროლელმა, კლეი ტომპსონმა, რომელმაც 11-დან 8 სამქულიანი ჩააგდო და მატჩი 30 ქულით დაასრულა. სტეფ კარიმ თანაგუნდელს 20 ქულა შეაშველა.
„ლეიკერსში“ კი გამორჩეული იყო ლებრონ ჯეიმსი – 23 ქულა, 7 მოხსნა.
სერიის მესამე მატჩი 7 მაისს ლოს ანჯელესში გაიმართება.