გოგიტა არქანიამ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, +84 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა მესამე ადგილი დაიკავა.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა შოტლანდიის წარმომადგენელ გრეგ ანდერსონს 2:0 სძლია.
აღსანიშნავია, რომ გოგიტა არქანიასთვის ეს მესამე ბრინჯაოს მედალია კონტინენტის ჩემპიონატზე.