დუბაიში მიმდინარე კარატისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გოგიტა არქანიამ ბრწყინვალედ იასპარეზა და ოქროს მედალს დაეუფლა.
პირველ წრეში არქანიამ მექსიკელი მოწინააღმდეგე 8:0 დაამარცხა, მეორე წრეში მონტენეგროს წარმომადგენელი – 2:0, მესამე წრეში ესპანელ მოწინააღმდეგე – 8:0 , მეოთხე წრეში ამერიკელი – 3:0, მეხუთე წრეში კი ხორვატ მეტოქეს – 3:1 სძლია.
ფინალურ შეხვედრაში , რომელიც დღეს გაიმართა, ქართველმა კარატისტმა იტალიელ მოწინააღმდეგეს დაძაბულ ბრძოლაში 3:2 მოუგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის სპორტსმენმა ზაფხულში ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზეც იასპარეზა და მე-5 ადგილი დაიკავა.