გოგი ხოშტარია - სოლიკო ვირსალაძის, დიდი ქართველი მხატვრის თანხა რუსეთს დავუტოვო, ისევ ტანკი და იარაღი რომ იყიდონ?
გოგი ხოშტარია - სოლიკო ვირსალაძის, დიდი ქართველი მხატვრის თანხა რუსეთს დავუტოვო, ისევ ტანკი და იარაღი რომ იყიდონ?

სოლიკო ვირსალაძის, დიდი ქართველი მხატვრის თანხა რუსეთს დავუტოვო, ისევ ტანკი და იარაღი რომ იყიდონ? – ამის შესახებ გოგი ხოშტარიამ „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში განაცხადა.

როგორც გოგი ხოშტარიამ აღნიშნა, თავის სამართლებელი არაფერი აქვს, რადგან იგი იღებს ბიძამისის სოლიკო ვირსალაძის ჰონორარს.

„თავი სამართლებელი არ მაქვს, ბიძაჩემი სოლიკო ვირსალაძე, დიდი სცენოგრაფი იყო, თეატრალური მხატვარი და დამდგმელი, მისი მონაწილეობით დაიდგა მრავალი წამყვანი სპექტაკლი, წამყვან თეატრებში ძირითადად ბალეტები, როგორც ლენინგრადის ბალეტის თეატრში, ისე უცხოეთის სხვადასხვა ქალაქებში, მაგალითად პარიზის „გრანდ ოპერაში“, რომში, მილანში, ლონდონში, სტოკჰოლმში, ტოკიოში. ბუნებრივია, ეს გარკვეულ თანხებთან იყო დაკავშირებული დიდ ჰონორარებს იღებდა, რადგან ის იყო მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სცენოგრაფი, აღიარებული. იგი გარდაიცვალა 1990 წელს. ის 25 წელი იყო, მარიინსკის თეატრის მთავარი რეჟისორი. როგორც კი პენსია შეუსრულდა, იგი ჩამოვიდა თბილისში. ეს ბინა ახლაც არის და მასში ცხოვრობს მისი დისშვილი მანანა ხიდაშელი. როცა გარდაიცვალა, რამდენიმე წლის შემდეგ, მე და მანანამ დავიწყეთ ჰონორარების მიღება. რა არის ამაში გასაკვირი? თანხების გამოქვეყნების მოთხოვნით ჩემთვის არავის მოუმართავს. თანხების გამოქვეყნება თუ არის საჭირო, ამისთვის საჭიროა სასამართლოს დადგენილება. რაც უნდა ის უქნიათ, კისერიც უტეხიათ, მით უმეტეს ამ ხელისუფლებას. რა უნდა გამოვაქვეყნო, დარეკონ დიდ თეატრში და გაიგონ, მარიინსკის თეატრში, პარიზში გრანდ ოპერაში დარეკონ. მე თავის მართლებას არ ვაპირებ, ეს ხდება დაახლოებით 25 წელიწადია. გამოვიდე ტელევიზორში და თავი ვიმართლო?! ვერ გავიგე, რას ჰგავს ეს ყველაფერი, რა დაკითხვაა, რაშია საქმე, რა ზრდილობაა, რა კანონია? ეს არ არის რუსული თანხები, ეს არის სოლიკო ვირსალაძის, დიდი ქართველი მხატვრის თანხა, რუსეთს დავუტოვო, ისევ ტანკი და იარაღი რომ იყიდონ?“, – განაცხადა გოგი ხოშტარიამ.