გოგა ხაინდრავა - უკრაინაში ესკალაციაა, რუსეთი ცდილობს დონბასისა და ლუგანსკის მისაკუთრებას და სწორედ ამ დროს იწყებს საუბარს სერგი კაპანაძე, რომ ცხინვალში ქართულმა მხარემ კასეტური ბომბები გამოიყენა
გოგა ხაინდრავა - უკრაინაში ესკალაციაა, რუსეთი ცდილობს დონბასისა და ლუგანსკის მისაკუთრებას და სწორედ ამ დროს იწყებს საუბარს სერგი კაპანაძე, რომ ცხინვალში ქართულმა მხარემ კასეტური ბომბები გამოიყენა

დესტრუქციას აწარმოებს ზონდერჯგუფი, რომელიც დაახლოებით ასი კაცისგან შედგება და პირდაპირ რუსეთის საქმეს ემსახურება, ისევე, როგორც ელენე ხოშტარია, რომელიც კგბ-ს სამჭედლოშია გაზრდილი, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ, მოვლენები არის ძალიან სახიფათო და იმედი მაქვს, ქართული საზოგადოება ამას ყურადღებას მიაქცევს. არსებობს კითხვები და ამ კითხვებზე არის მარტივი პასუხები. კითხვებისა და პასუხების ერთობლიობა ნამდვილად გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გავერკვეთ, რა ხდება. დავიწყებ საერთშორისო კონტექსტით: უპრეცედენტო განცხადებები გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, რომ რუსეთი მზად არის, ევროკავშირთან ურთიერთობა გაწყვიტოს. იგივე გამოაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა პატრუშევმაც. ბუნებრივია, ეს განცხადებები დაკავშირებულია იმ მოვლენებთან, რასაც ადგილი აქვს უკრაინაში. რუსული სამხედრო არმანდა არის მობილიზებული უკრაინის საზღვარზე და ვფიქრობ, გარდაუვალია სამხედრო კონფლიქტი, თუ გავითვალისწინებთ ლავროვის განცხადებას, რომ კონფლიქტის შემთხვევაში უკრაინას დაშლიან. გარდა ამისა, რატომ გააკეთა სერგი კაპანაძემ განცხადება, რომ ცხინვალში ქართული მხარის მიერ გამოყენებული იქნა კასეტური ბომბები. რა შუაშია საერთოდ, საიდან გაახსენდა სერგი კაპანაძეს ეს თემა, რომელიც 13 წლის წინ მოხდა და დაიხურა სტრასბურგში რამდენიმე თვის წინ, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ გამოტანილია განაჩენი რუსეთის მიმართ იმ დანაშაულის გამო, რომელიც განახორციელა საქართველოს ტერიტორიაზე. რატომ არ ისმებოდა ეს კითხვები მაშინ, როდესაც ეს საკითხი იყო აქტუალური, რატომ დაისვა იმ გართულების ფონზე, რომელიც გვაქვს უკრაინაში“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, რუსეთი ყველანაირად ცდილობს, ევროპული ინსტიტუტების, პირველ რიგში კი სტრასბურგის დისკრედიტაცია მოახდინოს.

„როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის იმდროინდელი მოადგილე კაპანაძე აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ განახორციელა დაბომბვა კასეტური ბომბებით, ეს ნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. როგორც კი სერგი კაპანაძემ გააკეთა ეს განცხადება, ნაფტალინიდან ამოღებულმა აკაკი მინაშვილმაც დაადასტურა იგივე. ეს უკვე იმდროინდელი ხელისუფლების მეორე წარმომადგენელია. ეს პირდაპირ დასაყრდენს აძლევს რუსულ მხარეს, თითქოს ქართული მხარეს ადასტურებს, რომ სტრასბურგის განაჩენი არ არის სიმართლე და სიმართლეა, რომ ქართულმა მხარემ მძინარე ცხინვალი დაბომბა, როგორც ამას აცხადებდა შალვა ნათელაშვილი. რატომ განაცხადა კაპანაძემ ახლა ამის შესახებ, როცა უკრაინაში უკრაინაში ესკალაციაა, როდესაც რუსეთი ცდილობს დონბასისა და ლუგანსკის მისაკუთრებას და ამისთვის სამხედრო მოქმედებებს არ ერიდებიან. სწორედ ამ დროს იწყებენ საუბარს იმაზე, რომ ცხინვალი იყო დაბომბილი ქართული მხრიდან კასეტური ბომბებით“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, წინ არის პროცესი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, სადაც რუსული მხარე აუცილებლად გამოიყენებს საქართველოს ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების განცხადებებს.

„წინ არის ჰააგა, რომელმაც უნდა დაადასტუროს რუსული სამხედრო ძალების სისხლის სამართლის დანაშაული, რომლებმაც გენოციდი მოუწყვეს ქართველებს. ამ სასამართლოს წინ საქართველოს ყოფილი ოფიციოზის მხრიდან მსგავს განცხადებებს აუცილებლად დაეყრდნობა რუსული მხარე. წრე იკვრება, ნათელია, რასთან გვაქვს საქმე. არის შალიკოს ფანჩატური, სადაც უკანასკნელი თვეების განმავლობაში გვესმის თავდასხმები ევროპის ინსტიტუტებზე, საერთაშორისო თანამეგობრობაზე, ამერიკელ პარტნიორებზე ნათელაშვილის მხრიდან. ღიად აცხადებს, რომ მოსყიდული იყო ეუთო-სა და ოდირის მისია, ვიოლა ფონ კრამონი, ის ადამიანები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ საქართველოში არჩევნები შედგა. მას შემდეგ, რაც საქართველომ გამოაცხადა, რომ 2024 წელს აპირებს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას, არც ერთი დღე მშვიდი არ ყოფილა. ყოველდღე არის დესტრუქცია. დესტრუქციას აწარმოებს ზონდერჯგუფი, რომელიც დაახლოებით ასი კაცისგან შედგება და პირდაპირ რუსეთის საქმეს ემსახურება, ისევე, როგორც ელენე ხოშტარია, რომელიც კგბ-ს სამჭედლოშია გაზრდილი. მთელი მისი მოქმედება არის თანხვედრაში ყველა იმ ზრახვებთნ, რაც რუსეთს აქვს და ეს ლამაზი სიტყვები მოიგონეს, ჰიბრიდული ომი. ჰიბრიდული ომი არის ზუსტად ის, რაც გააკეთა ხოშტარიამ გავრილოვის ღამესა და პოზნერის შემთხვევაში. პოზნერი არის „ჩეკისტი“ ნიკოლოზის დროიდან, მაგრამ უნდა დავფიქრდეთ – მოფრინავს თვითმფრინავი, სადაც სხედან ისრაელის, საფრანგეთის, ამერიკის მოქალაქეები. ერთ-ერთი სტუმარი იყო დავიდოვიჩი, ერთ-ერთი გავლენიანი და მდიდარი ადამიანი მსოფლიოში. ეს ადამიანები შეესწრნენ იმ ზოოპარკს, რომლის მომსწრეებიც გავხდით. რისთვის გააკეთეს ეს პოზნერმა და ხოშტარიამ, ჩემთვის გასაგებია, ამას ჰქონდა აბსოლუტურად კონკრეტული მიზანი – საქართველოს დისკრედიტაცია. კი ბატონო, გააპროტესტე, დადექი სასტუმროსთან, თქვი, რომ ეს კაცი ცუდ რამეებს ლაპარაკობს. თუმცა, იმავეს ლაპარაკობენ ლევან ბერძენიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ბიძამისი თემურ ალასანია, ნინო ბურჯანაძე და შალვა ნათელაშვილი“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.