გოგა ხაინდრავა - უღირსი კამპანიის, თავდასხმის, ცილისწამების ძირითადი ობიექტი იყო ბიძინა ივანიშვილი, რადგან მან პოლიტიკურ უტიფრობას ბრძოლა გამოუცხადა
გოგა ხაინდრავა - უღირსი კამპანიის, თავდასხმის, ცილისწამების ძირითადი ობიექტი იყო ბიძინა ივანიშვილი, რადგან მან პოლიტიკურ უტიფრობას ბრძოლა გამოუცხადა

უღირსი კამპანიის, თავდასხმის, ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ძირითადი ობიექტი იყო ბიძინა ივანიშვილი, ყოველი დღე იწყებოდა და მთავრდებოდა ივანიშვილის, მისი ოჯახის ლანძღვით, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლით პოლიტიკურ უღირსებას და უტიფრობას გამოუცხადა ბრძოლა, რაც მის წინააღმდეგ ცილისწამების მიზეზი გახდა.

გოგა ხაინდრავას განმარტებით, საქართველოში ანტისახელმწიფოებრივი მოძრაობა იმართება, რომელიც გამიზნულია ახალგაზრდებზე, ცდილობენ, ისინი მიაჩვიონ უკანონობას და ძალმომრეობას.

„მინდა, გითხრათ, რომ უღირსი კამპანიის, თავდასხმის, ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ძირითადი ობიექტი იყო ბიძინა ივანიშვილი, ამის მომსწრე ვიყავით მთელი ამ ათწლეულის განმავლობაში, როცა ყოველი დღე იწყებოდა და მთავრდებოდა ივანიშვილის, მისი ოჯახის ლანძღვით. მიუხედავად იმისა, რომ მეც აცრილი ვარ ცილისწამებასა და შეურაცხყოფაზე, რომელიც არაერთხელ აქვთ ჩემთვის მოყენებული, მაინც მიკვირს ასეთი მოთმინების. საბაბი იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი მოსვლით პოლიტიკურ უღირსებას და უტიფრობას გამოუცხადა ბრძოლა და დაამარცხა კიდეც მოწინააღმდეგეები, ამიტომ არიან ახლა ასეთი გაცეცხლებული და გამწარებულები.

ამის მომსწრე ვიყავით, როცა „მთავარის“ ეთერში ვითომ ოპოზიციონერები, როგორც დამნაშავე პიონერები ისხდნენ ამ აბსოლუტურად გადაგვარებული სუბიექტის წინაშე, მას ჰქვია გვარამია, თავჩაღუნულები ისმენდნენ იმ ცინიზმს და შეურაცხყოფას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, ვინ მართავს და რა მიზეზით იმართება საქართველოში ანტისახელმწიფოებრივი მოძრაობა. ეს მოძრაობა ჩვენ თაობაზე არ არის გამიზნული, გამიზნულია ახალგაზრდებზე, მორალს უსპობენ ახალგაზრდებს და ცდილობენ, მიაჩვიონ უკანონობას, ძალმომრეობას, უტიფრობას.

ყოველ დღე მომსწრენი ვართ, როგორ ცდილობენ, ჩვენი ახალგაზრდა თაობა მიაჩვიონ კანონის დაუმორჩილებლობას და სახელმწიფო სხვა არაფერია, თუ არა კანონი, წესი, ეს არის სახელმწიფოს ნგრევა. ახალგაზრდა თაობის ხელით ხდება ყველაფერი. ავიღოთ იგივე მელია, სამადაშვილი, ბოკერია, უგულავა – არ არღვევენ კომენდანტის საათს, ახალგაზრდებს უშვებენ იქ, ისევე როგორც თვითონ არ უტევენ პარლამენტის შენობას, ადამიანებს თვითონ არ აცმევენ თავზე ნაგვის ყუთებს. იმ კაცს ოჯახი ჰყავს, მამაკაცებს მივმართავ, წარმოიდგინეთ, თქვენს მშობელს ვიღაც ნაძირალამ ნაგვის ყუთი ჩამოაცვას, რა პასუხს გასცემთ ან როგორ იცხოვრებთ? მოგწონს თუ არა, მას თავისი აზრი გააჩნია და თავის მოვალეობას ასრულებს, მაგრამ საჯაროდ ნაგვის ყუთს ჩამოაცმევენ, რა პასუხს გასცემთ?“, – განაცხადა ხაინდრავამ.

დატოვე კომენტარი