გოგა ხაინდრავა – სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა „ევროს კავშირის“ 577 დეპუტატს
რეჟისორი გოგა ხაინდრავა საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა „ევროს კავშირის“ 577 დეპუტატს!
„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა „ევროს კავშირის“ 577 დეპუტატს! მათ ბრალი ედებათ სააკაშვილის რეჟიმის მიერ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პატიმართა მიმართ წამების და არაადამიანური მოპყრობის მხარდაჭერაში! FREE MISHA!“ – წერს ხაინდრავა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ აკაკი ოჩიგავას მიმართ არასათანადო მოპყრობა არ შეიძლება, არ იქნას კვალიფიცირებული როგორც წამება, ეს ჩადენილი იყო პატიმრებისადმი სისტემური ძალადობის პერიოდში.
სტრასბურგის
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა
“ევროს კავშირის”
577 დეპუტატს!
მათ ბრალი ედებათ
სააკაშვილის რეჟიმის მიერ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პატიმართა მიმართ წამების და არა ადამიანური მოპყრობის მხარდაჭერაში!
FREE MISHA!— Goga Khaindrava (@KhaindravaGoga) February 17, 2023