გოგა ხაინდრავა - როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ 20-21 ივნისს საოკუპაციო ჯარს ქართული პოლიციის სახით ებრძოდა
გოგა ხაინდრავა - როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ 20-21 ივნისს საოკუპაციო ჯარს ქართული პოლიციის სახით ებრძოდა

როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ 20-ში, 21-ში საოკუპაციო ჯარს ებრძოდა ქართული პოლიციის სახით, ამიტომ ასე ვთქვათ, მათი ძალისხმევა დაგვირგვინდა წარმატებით, უკუაქციეს საოკუპაციო ჯარი, რადგან ახლა თავად არიან იქ გამაგრებულები, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან სახიფათო საქართველოსთვის და ყოველთვის სახიფათო იყო.

„ის, რომ ნაციონალური მოძრაობა პარლამენტის წინ ებრძვის ოკუპაციას, ამას ადასტურებს ნიკანორ მელიას პოსტი, სადაც იგი წერს, რომ “არავის არ მოსვლია შეტაკება სპეცრაზმთან, ისინი წარმოადგენდნენ საოკუპაციო რეჟიმს, ისინი ემსახურებოდნენ რუსეთს ფედერაციას. აბსოლუტურად ნათლად ვხედავთ ყველანი და ყველამ ვიცით უკვე რასთან გვაქვს საქმე და ვისთან გვაქვს საქმე და რას წარმოადგენენ ეს ძალები. მე სპეციალურად ამოვკრიბე გამონათქვამები, მათი პოზიციები საქართველოსადმი, საქართველოს წარსულისადმი, მისი აწმყოსადმი, მისი მომავლისადმი. ლევან ბერძენიშვილმა ბრძანა – „იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ აღდგენა სკოლებში არის მავნებლობა, ნიკა გვარამიამ ღვინოში, წყალში ჩაგვიფსა და ამასთან დაკავშირებით გაუგებრობაშია, რომ არ მოეწონა ეს ქართველ ხალხს. მინდა გაგახსენოთ, თავის დროზე, როდესაც ძალიან დიდი უბედურება დაატყდა საქართველოს, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სახით, „რუსთავი 2“ სიუჟეტს აკეთებდა და მთელმა საქართველომ მოისმინა, ძლივს ჩამქრალ ხანძარზე როგორ თქვა ამ ტელევიზიის წარმომადგენელმა, ჩაქრა, მაგის დედაო და ა.შ. კიდევ ერთი მაგალითი საჯაროდ ცნობილი – კანდელაკი, მაშინ როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთ სხდომაზე ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებას იღებდნენ, დადიოდა და ევროპარლამენტარებს ეუბნებოდა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია არ უნდა მიეცათ. აი, ამ ხალხთან გვაქვს საქმე. მადლობა ღმერთს, რომ ნელ-ნელა ეს დაპყრობილი სივრცე ამ სიცრუით, სიყალბით, ცილისწამებით, ანტიქართული ჟღერადობით, ანტისახელმწიფოებრივი აზროვნებით და დამოკიდებულებით ნელ-ნელა იხსნება. ეს მოჯადოებული სივრცეა, რომელსაც წარმოადგენს გვარამიას მსგავსი სუბიექტები და ამას აყოლილია პრესის დიდი ნაწილი, ეს არის დიდი კასტა, რომლის ამოცანაა დაინგრეს ეს ქვეყანა, დაიწვას და გახდეს მონა იმ ძალების, ვინც მათ აფინანსებს, ფულს აძლევს და ეს არ არის მტრული სახელმწიფოების ნამოქმედარი, ძალიან ხშირად ესენი წარმოადგენენ იმ სახელმწიფოებს, რომელთანაც ძალიან მეგობრული ურთიერთობები გვაქვს“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, არსებობენ ძალები და ცდილობენ, ხელში ჩაიგდონ ძალაუფლების სადავეები საქართველოში და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ქვეყანა არ დამშვიდდეს.

„ამის უკანასკნელი მაგალითია ე.წ. IRI-ის კვლევა, სადაც ნახსენებია, რომ ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი საქართველოში ყოფილა ბატონი ბაქრაძე, რომელიც 2008 წელს ამავე დროს იყო წინამძღოლი სამხედრო ძალების და მოუწოდებდა ქართულ საზოგადოებას, დანა-ჩანგლით დაპირისპირებოდა ოკუპანტს. ეს არის რეალური სურათი, სამწუხარო სურათი, მაგრამ მადლობა ღმერთს, ეს ადამიანები არიან ძალიან პატარა ჯგუფი, აქვთ შესაძლებლობები, გააჩნიათ საკუთარი პრესა, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ქმნიან ფონს სახალხო აღშფოთების, თუმცა ეს სახალხო აღშფოთება არსად არ ჩანს, არც რუსთაველზე ჩანს, რადგან ის პერფორმანსი, რასაც ჩვენ ვუყურებთ, გასაგებია, რასაც წარმოადგენს. იქ მუშაობს მომიტინგეებად რამდენიმე ადამიანი, ერთ-ერთი მაქარაშვილი, რომელიც ახლა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი გახდა და ეტყობა მაგან გავრილოვის ჩამოსვლასთნ ერთად აღმოაჩინა და გაიგო, რომ საქართველო ოკუპირებულია და 1801 წლიდან რომ ხდება ეს ოკუპაცია და არცერთი დღე რომ არ შეწყვეტილა, ეს არ იცოდა. გავრილოვმა მოიყვანა აზრზე და თანაც ეს არის ადამიანი, ვინც რუსული პარტიის პრეს-სპიკერი იყო, გორჩაკოვის ფონდში დადიოდა ძალიან ხშირად, მოსკოვში და ფოტოებიც არსებობს და შეგიძლიათ სოციალურ ქსელში ნახოთ ეს ყველაფერი და ახლა აღმოაჩინა, რომ თურმე საქართველო არის ოკუპირებული. იქ არიან ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდებად მუშაობენ, ტელეწამყვანების და პოლიტიკური ლიდერების შვილები, რომლებიც განასახიერებენ ახალგაზრდულ აღშფოთებას. რეალობა არის სულ სხვა და ამ რეალობას ჩვენ ყოველ დღე ვხედავთ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.