გოგა ხაინდრავა - რისი რევოლუციონერია ხაზარაძე, რევოლუციას პოლიტიკოსები არ აწყობენ, აწყობს ხალხი და ეს საზოგადოება დიდი ხანია, გავიდა სიბნელიდან
გოგა ხაინდრავა - რისი რევოლუციონერია ხაზარაძე, რევოლუციას პოლიტიკოსები არ აწყობენ, აწყობს ხალხი და ეს საზოგადოება დიდი ხანია, გავიდა სიბნელიდან

მაგათი ნარევოლიციონარი არ გაიშვა, რისი რევოლუციონერია ხაზარაძე, არ გადამრიოთ, რა რევოლუცია, რის რევოლუცია; რევოლუციას პოლიტიკოსები არ აწყობენ, რევოლუციას აწყობს ხალხი და ეს საზოგადოება დიდი ხანია, გავიდა სიბნელიდან, საზოგადოებას სჭირდება ევოლუცია და არა რევოლუცია, – განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ თემის კომენტირებისას.

​ხაინდრავას თქმით, ქვეყანას სჭირდება განვითარება, ფეხზე დადგომა, ეკონომიკური წინსვლა.

„რა დროს რევოლუციაა? ვინმეს წარმოუდგენია, რომ ბობოხიძის ჭკუაზე ივლის საქართველო?! ეს არის მათი ილუზიაა და ეგენი არიან ტყვეები საკუთარი ბარბაროსობის, ძალადობის. რისი მოძალადეები არიან ეს მშიშრები და კურდღლები, გინახავთ როდესმე რომელიმეს ვაჟკაცური საქციელი ჩაედინოს, გინდა 2008 წლის ომის დრო აიღეთ, 11 ათასი მანქანა იდგა წითელ ხიდზე და საკუთარ ცოლ-შვილებს თავზე უვლიდნენ, ოღონდ გაესწროთ როგორმე. რისი მოძალადეები არიან, ეგენი არიან სხვისი ხელით მოძალადეები, როგორც წესი განუვითარებელი, უსაქმური, გაუნათლებელი ადამიანების, რადგანაც, რაც ჩაიდინა ბათუმში ვინმე ფანგანმა, ამას გაუმართლებელი და უღირსი ადამიანის მეტი, არ იზამდა. საქმე ის კი არაა, ვის აკადრებ, საქმე ისაა, შენ რას კადრულობ, რა უნდა იკადრო და რა არ იკადრო.

რა მნიშვნელობა აქვს, ვინ დგას შენ წინაშე, მთავარია შენ რა ღერძი გაქვს. დედის სითბო, მამის აღზრდა, პატივისცემა, რამე მოგეცხო ამ ხნის განმავლობაში, თუ დარჩი პირუტყვად, პირუტყვად დაბადებული პირუტყვად რჩება, არავითარი რევოლუციის მომწყობები ესენი არ არიან. რისი რევოლუციონერები არიან, გვარამიასი ეშინიათ და თავჩახრილი სხედან. მორჩა, ილაპარაკონ და ფულს მაგაში აძლევენ, მე როგორც ვხედავ მათ პატრონებსაც უარი აქვთ მათზე ნათქვამი და დიდი ჩანაცვლება მოხდება. ახლა ადგილი ცარიელი არ არის, გამოჩნდებიან, ვინც ბოკერიასა და გვარამიას ჩაანაცვლებენ გზაზე, რასაც პატრონის ძებნა ქვია საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რადგან ისინი ამ ქვეყანას არასდროს არ ემსახურებოდნენ. გამოჩნდებიან, მაგრამ იმედია, ამდენად მდაბიო საზოგადოება აღარ იქნება და იქნება ცოტა უფრო მაღალი კლასის მსახურები ფსევდო ლიბერალური ძალების, რომლებიც ძალიან ცდილობენ, რომ გავლენა ჰქონდეთ საქართველოში და ხელისუფლებაზე, ისევე, როგორც დანარჩენ სხვა სამყაროზე“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.