გოგა ხაინდრავა მოსმენების კანონთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმაურება – როდემდე უნდა ახდენდეთ აშშ-ის დისკრედიტაციას და ინტერესების შელახვას
რეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმაურება, რომელიც მოსმენების შესახებ კანონს ეხება.
გოგა ხაინდრავა აშშ-ის საელჩოს განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს.
„სამარცხვინო განცხადება! ისეთივე უგუნური როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია! როდემდე უნდა ახდენდეთ აშშ-ის დისკრედიტაციას და ინტერესების შელახვას, თქვენი უმეცრებით?! ჩვენ ხომ ერთადერთი ერთგული და სანდო პარტნიორი ვართ აშშ-ს და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში! გონს მოდით“, – წერს გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში.
სამარცხვინო განცხადება! ისეთივე უგუნური როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია! როდემდე უნდა ახდედნდეთ აშშ-ს დესკრედიტაციას და ინტერესების შელახვას, თქვენი უმეცრებით?! ჩვენ ხომ ერთად ერთი ერთგული და სანდო პარტნიორი ვართ აშშ-ს და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში! გონს მოდით!
— Goga Khaindrava (@KhaindravaGoga) September 8, 2022