გოგა ხაინდრავა - კურდღელი მელია, ხომ დაინახა რომ პოლიცია მივიდა, გასულიყო გარეთ, ეთქვა, ხალხო, გაჩერდით, ვნახეთ, როგორი ვაჟკაციც არის, ოთახში იყო ჩაკეტილი
გოგა ხაინდრავა - კურდღელი მელია, ხომ დაინახა რომ პოლიცია მივიდა, გასულიყო გარეთ, ეთქვა, ხალხო, გაჩერდით, ვნახეთ, როგორი ვაჟკაციც არის, ოთახში იყო ჩაკეტილი

მინდა მადლობა ვუთხრა ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან ის გამორჩეული ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში, მისი გზა ამაზე მეტყველებს და ეს არის კაცი, რომელსაც სწამს ღმერთი, უყვარს ქვეყანა, შეუძლია გადაწყვეტილებები მიიღოს, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება არ იყო მარტივი, თუმცა ეს იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება იმ ქვეყანაში განხორციელდეს, რომელსაც პრეტენზია აქვს ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყანაზე.

„როდესაც პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე, უნდა გქონდეს ამის უნარი და შნო. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არ იყო მარტივი გადაწყეტილება, მაგრამ ეს იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება იმ ქვეყანაში განხორციელდეს, რომელსაც პრეტენზია აქვს ცივილიზებულ ქვეყანაზე, განვითარებულ ქვეყანაზე, ჩვენ ასეთი ქვეყანა ვართ და ვიქნებით და ჭკუას ნურავინ ნუ გვასწავლის. ერთი დღეც არ გასულა, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ განუცხადებია მასობრივი აქციებისა და დესტაბილიზაციის შესახებ, ეს იყო ბუდე დესტაბილიზაციის, ანარქიის მცდელობის, მაგრამ მათ ამის თავიც არ აქვთ. ეს კურდღელი მელია, ხომ დაინახა რომ პოლიცია მოვიდა, ხომ იძახის რომ ვაჟკაცია, ხომ მიხვდა, რომ აიყვანდნენ და შევიდოდნენ, გასულიყო გარეთ, ეთქვა ხალხო გაჩერდით. ვიდრე ხელი არ მოჰკიდეს ოთახში იყო ჩაკეტილი და რომ აიყვანეს მერე დაიწყო გაჩერდითო. ვნახეთ, როგორი ვაჟკაციც არის“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.