გოგა ხაინდრავა - ევროსასამართლოს გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობისთვის" ნიურნბერგის განაჩენია
გოგა ხაინდრავა - ევროსასამართლოს გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობისთვის" ნიურნბერგის განაჩენია

„რუსთავი 2“ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი საქმიანობის თანამონაწილეა, ამიტომ, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არის ნიურნბერგის განაჩენი „ნაციონალური მოძრაობისთვის“,- ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ეს არის საბედისწერო გადაწყვეტილება გარკვეული პოლიტიკური სექტისთვის საქართველოში, ერთხელ და სამუდამოდ მისი პოლიტიკური მოღვაწეობა ამ გადაწყვეტილებასთან ერთად დასრულდა, ყოველ შემთხვევაში უნდა დასრულდეს თუ ამ საზოგადოებას ლოგიკური განსჯის უნარი გააჩნია და დარწმუნებული ვარ – გააჩნია. ეს არ იყო გადაწყვეტილება მხოლოდ ვთქვათ „რუსთავი 2“-ის საქმეზე, ეს იყო გადაწყვეტილება სადაც ნათქვამია, რომ სააკაშვილის რეჟიმი აწამებდა ხალხს ციხეში და ამის კონკრეტული მაგალითია მოყვანილი. სააკაშვილის რეჟიმმა მოკლა შვილი, მერე საფლავზე ააფეთქა მამა და ყველაფერს ამას აპრავებდა. ცდილობდა, რომ რაღაცა ცივილიზებული ფორმა მიეცა. „რუსთავი 2“, რომელიც თანამონაწილეა ყველა დანაშაულის, რომელსაც ჩადიოდა სააკაშვილის რეჟიმი და ამიტომ, ჩემი აზრით, ეს არის ნიურნბერგის განაჩენი სააკაშვილის რეჟიმისთვის თუ ამას დაუმატებთ გირგვლიანის საქმეს, სადაც ასევე სტრასბურგმა პირდაპირ დაასახელა პროკურორები, პრეზიდენტი სააკაშვილი, სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციები და ასე შემდეგ გამოდის, რომ მთელი კონგლომერატი ამ ბოროტების, ამ უკანონობის, ამ ბარბაროსობის საბოლოო ჯამში შეიკრა და წერტილი დაესვა. ამას აღარაფერი უშველის, აღარანაირი ინსტანცია მსოფლიოში არ არსებობს, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ეს განაჩენი. ეს არის განაჩენი ნაცისტური რეჟიმისადმი, რომელიც იყო საქართველოში და რომელსაც ჩემი აზრით, ბოლო მოეღო“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.