გოგა ხაინდრავა - ეკლესიაზე შეტევას სათავეში უდგანან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე
გოგა ხაინდრავა - ეკლესიაზე შეტევას სათავეში უდგანან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე

ეკლესიაზე შეტევას სათავეში უდგანან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეკლესიაზე დივერსიას აწარმოებს ტელეკომპანია „პირველი“, რომელსაც მისი თქმით, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე აფინანსებენ.

ამასთან, გოგა ხაინდრავამ პრესკონფერენციაზე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა, ასევე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზეც.

„ეკლესიაზე შეტევას სათავეში უდგანან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. ეკლესიაზე დივერსიას აწარმოებს „ტვ პირველი“, რომელსაც სწორედ ეს ადამიანები აფინანსებენ. რატომ აფინანსებს ჯაფარიძე და ხაზარაძე ტელევიზიას, რომელიც ანტიეკლესიურ კამპანიას ეწევა. „ტვ პირველი“ გადაიქცა ანტიეკლესიურ პლატფორმად, საიდანაც ყოველდღე გვესმის ანტიეკლესიური, ანტირელიგიური სიუჟეტები. ეს არის იდეოლოგიური დივერსია. ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებად მოუწევს ჯაფარიძესაც და ხაზარაძესაც, ეს კითხვები ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის ლიგიტიმური იქნება. არანაირი კავშირი არ აქვს შალიკოს ფანჩატურს პოლიტიკასთან ისევე, როგორც არანაირი კავშირი არ აქვს ხაზარაძესა და ჯაფარიძეს და თუ აქვს, აგერ არის „აირაი“. წლების განმავლობაში არ ვაქცევდი ყურადღებას ამ შედეგებს. წარმოიდგინეთ, ბაქრაძე რომ გეყოლება პოლიტიკურ ლიდერად, ხომ წარმოგიდგენიათ, რა გათვითცნობიერებულია ეს ორგანიზაცია იმაში, რასაც აკეთებს, მაგრამ მიკერძოებული დაწესებულებისგანაც კი არიან ნულოვანი მხარდამჭერის პატრონები.

ნულოვანი მხარდაჭერა აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც ქართველი ხალხის სახით ლაპარაკობენ და სინამდვილეში ნულოვანი რეიტინგი აქვთ. ყველაზე შეურიგებელი უნდა იყო ქართული საზოგადოების მიერ პოლიციის მიმართ შეტევაზე. პოლიციაზე დგას მართლწესრიგი. მინდა, გავახსენო ეს დრო, განსხვავებით ჯაფარიძისა და ხაზარაძისგან, რომლებიც მაშინ ფულს შოულობდნენ, მე სამოქალაქო ომშიც ვიყავი, ცხინვალშიც, ნანახი მაქვს ყველა ის უბედურება, რა მოაქვს ჩამოშლილ სახელმწიფო ინსტიტუტებს, არ გააჩნიათ წესრიგი, კანონი, მართლწესრიგი, არ გააჩნია სტრუქტურები, რომლებიც ქვეყანას იცავენ. მაშინ დოლარებს არ ვთვლიდი, მე ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი და რამდენიმე კინოც მაქვს გადაღებული, რომ ახალმა თაობამ იცოდეს, რა მოაქვს ჩამოშლილ სახელმწიფოს. ამაზე ხაზარაძეს მოუწევს პასუხის გაცემა, ამ შეკითხვებს დაუსვამენ ყველგან, სადაც მივა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.