გოგა ხაინდრავა - ჟიგიმანტას პავილიონისის ქმედებები არცხვენს ლიეტუვას, როგორც სახელმწიფოს
გოგა ხაინდრავა - ჟიგიმანტას პავილიონისის ქმედებები არცხვენს ლიეტუვას, როგორც სახელმწიფოს

რეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში ლიეტუვის ელჩს, ანდრიუს კალინდრას დებატებში იწვევს.

როგორც გოგა ხაინდრავამ განაცხადა, ის, რაც ლიეტუველმა თანამოქალაქემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა საქართველოში იკადრა, არის სამარცხვინო.

„მისი ქმედება, პირველ რიგში, არცხვენს ლიეტუვას, როგორც სახელმწიფოს, რადგან ამის უფლება არავინ არ უნდა მისცეს თავის თავს, მით უმეტეს სტუმრად ჩამოსულმა. ძალიან მაინტერესებს და ლიეტუვის ელჩს ოფიციალურად ვთხოვ, რომ განგვიმარტოს, რას ნიშნავს ლიეტუვის გზა, რომელზეც მიგვითითა ბატონმა პავილიონისმა, რომ ამ გზით უნდა ვიაროთ. ბელორუსიის გზა, რა არის ვიცით, ბელორუსიის გზა 2003 წლიდან 2012 წლამდე იყო საქართველოში, სადამდე მიგვიყვანა, ყველამ კარგად ვიცით. ლიეტუვის გზა რას ნიშნავს, იქნება ამიხსნას. ვერ გავიგე ბატონი პავილიონისის ხედვა, რამდენად არის ეს ლიეტუვის გზა და იქნება ელჩმა ამიხსნას, უკანონობის გზა, პოლიტიკური ანგაჟირების გზა, პოლიტიკური კორუფციის გზა, საქართველოს გზა არ არის და საქართველო ამ გზით არ წავა, ამის იმედი ნუ ექნება ნურავის“, – განაცხადა ხაინდრავამ.