გოგა ხაინდრავა - აბსოლუტურად გაუგებარი არსება გუშინ მღეროდა უკრაინის ჰიმნს და თავდაყირა ეჭირა უკრაინის დროშა, ასეთი სიურეალიზმი ფელინის არც ერთ ფილმში არ მინახავს
გოგა ხაინდრავა - აბსოლუტურად გაუგებარი არსება გუშინ მღეროდა უკრაინის ჰიმნს და თავდაყირა ეჭირა უკრაინის დროშა, ასეთი სიურეალიზმი ფელინის არც ერთ ფილმში არ მინახავს

აბსოლუტურად გაუგებარი არსება გუშინ მღეროდა უკრაინის ჰიმნს და თავდაყირა ეჭირა უკრაინის დროშა, ასეთი სიურეალიზმი ფელინის არც ერთ ფილმში არ მინახავს, ეს ქართული პოლიტიკის რაღაც განსაკუთრებული წვლილია მსოფლიო აბსურდების საგანძურში, ისევე როგორც ჰალსტუხის ჭამა და საგმირო მოქმედება გორში, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც რეალურად დგას რუსული საჯარისო ფორმირება და ყველაზე მეტი გონიერება მართებს ამ ქვეყანას.

„გამძვინვარებულ ჰიბრიდულ ომს აწარმოებენ ქართული პროპაგანდისტული დაწესებულებები. ცდილობენ, ყველანაირად შეარყიონ, დაანგრიონ ეს ქვეყანა და ამით დემორალიზაცია გამოიწვიონ ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ნელ-ნელა საკუთარ თავს ვჭამთ. მთელ მსოფლიოში ვქმნით ისეთ სურათს, რომ ეს არის აბსოლუტურად დეგრადირებული ქვეყანა, რადგან ამდენი ჩივილი, რაც ჩვენ გვესმის მთელ მსოფლიოში საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ ხალხზე, არის წარმოუდგენელი. მე ასეთი რამ არ გამიგია, საკუთარი ქვეყნის ჩაშვება, დასმენა არ გამიგია, ვგულისხმობ ყველას, ვინც ოპოზიციას ეძახის თავის თავს. ნაგავი, რომელიც აქედან იქით მიდის საქართველოზე, ილექება საკუთარ ქვეყანაზე, ჩვენს მომავალზე. მთავარი და ძირითადი რაც მინდა ვთქვა, არის ტყუილი, აღარ რცხვენია არავის აღარაფრის. ამის სიმბოლო არის გუბაზ სანიკიძე, მორალური დეგრადირების სიმბოლო. მიზანმიმართულად ხდება მორალის მოსპობა, რომ მერე გიული ალასანია გამოვიდეს და თქვას, რომ ბებიაჩემმა დამიტოვა უნივერსიტეტიო. უამრავი უძრავი ქონება აქვს მოხვეჭილი და მოპარული სააკაშვილის ოჯახს, გაძარცვული აქვთ ეს ქვეყანა, ისევე როგორც კეზერაშვილს. ეს არის რეალობა, აბსურდი, რომელსაც ვლაპარაკობდი და, რომელშიც ცდილობენ, მთელი ეს ქვეყანა მოაქციონ, რათა შემდეგ გიული ალასანია გამოვიდეს და თქვას, რომ ბებიამისმა დაუტოვა უნივერსიტეტი“, – განაცხადა ხაინდრავამ.