გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „შარლოტი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

4 თებერვლის შემდეგ გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ თამაშგამოშვებით იგებს. წინა ტურში იგი „ატლანტა ჰოქსთან“ დამარცხდა და გამარჯვების დრო „შარლოტ ჰორნეტსთან“ დადგა – ფლორიდაში მეტოქე 102:86 დაამარცხა.

გოგა სასტარტო ხუთეულში იყო და 18 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 1 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 4 დაფარება მოაგროვა. „ორლანდოს“ გამარჯვება ბანკეროს კარგმა თამაშმა განაპირობა, რომელმაც 24 ქულა, 6 პასი და 8 მოხსნა მოაგროვა.

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ ბოსტონში „სელტიქსთან“ წააგო – 103:116.

სანდროს არ უთამაშია, ვემბანიამამ 17 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა.