გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპი „ფილადელფიასთან“ გამარჯვებით დაასრულა #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ს რეგულარული სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ბოლო მატჩი საკუთარ მოედანზე „ფილადელფიასთან“ ჩაატარა და 114:99 გაიმარჯვა.
გოგა მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა. მან 10:46 წუთი ითამაშა, რა დროშიც გუნდს 6 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა. ბითაძემ 4 დან 3 ორქულიანი გამოიყენა.
მასპინძელთა რიგებში საუკეთესო 21 ქულით პაოლო ბანკერო იყო, 12 ქულა ჰქონდა ჯეილენ საგსს.
NBA-ს რეგულარული სეზონის პირველ მატჩს „ორლანდო მეჯიქი“ 24 ოქტომბერს სტუმრად „მაიამი ჰიტთან“ ჩაატარებს.