გოგა ბითაძის 15 წუთი და 5 ქულა ნიუ იორკში [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ში მორიგი მატჩი გამართა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“, რომელიც „ნიუ იორკ ნიქსს“ ესტუმრა და 113:119 დამარცხდა.

„ინდიანას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მაილს ტერნერმა შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, რის გამოც გოგა ბითაძემ რიკ კარლაილისგან შანსი მიიღო. ქართველმა პარკეტზე 15 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა. გოგამ მეტოქის კალათში თითო-თითო 2-ქულიანი და 3-ქულიანი მოათავსა.

„პეისერსის“ რიგებიდან ბადი ჰილდი 31 ქულითა და 8 მოხსნით გამოირჩა. ნიუიორკელთაგან კი ჯეილენ ბრანსონმა 34 ქულა მიითვალა.

„ინდიანა“ 23 გამარჯვებითა და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა. რიკ კარლაილის გუნდი მორიგ მატჩს 14 იანვარს „ატლანტათან“ ჩაატარებს.