გოგა ბითაძის 14 ქულა და „ორლანდოს“ დამაჯერებელი გამარჯვება „კლივლენდთან“ #1TVSPORT

09:06, 14.10.2026

NBA-სთვის წინასასეზონო მზადების პროცესში მყოფმა „ორლანდო მეჯიქმა“ მორიგი მატჩი გამართა და კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად გოგა ბითაძის თანაგუნდელებმა „კლივლენდ კავალიერსს“ უმასპინძლეს და 132:116 გაიმარჯვეს.

24 ქულით მატჩის ბომბარდირი პაოლო ბანკერო გახდა, ფრანც ვაგნერმა 20 ქულა ჩააგდო, გოგა ბითაძის სტატისტიკა ასეთი იყო:

19 წუთი, 14 ქულა (7/5 ორქულიანი, 5/4 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა.

„ორლანდო“ მომდევნო წინასასეზონო მატჩს 17 ოქტომბერს „მაიამის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი