გოგა ბითაძემ NBA-ის პირველი საგამოფენო მატჩი გამართა [ვიდეო] #1TVSPORT
„პელიკანსთან“ ნიუ ორლეანში გამართა სეზონის პირველი მატჩი გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“. თანაბარ ბრძოლაში გამარჯვება ბოლო წამებზე მასპინძლებმა მოიპოვეს – 106:104.
საქართველოს ნაკრების ცენტრ გოგა ბითაძეს სათამაშოდ 10 წუთი ერგო, თუმცა იმაზე გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე მის მწვრთნელს წარმოედგინა: 9 მოხსნა, 7 ქულა, 2 დაფარება, 1 პასი. გოგამ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 1-დან 1 სამქულიანი გამოიყენა.
მის გუნდში ყველაზე მეტი, 15 ქულა ბანკეროს ჰქონდა.
„ორლანდო“ მომდევნო მატჩს 10 ოქტომბერს სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიოს“ წინააღმდეგ გამართავს.