გოგა ბითაძემ NBA-ის მიმდინარე სეზონში მეთხუთმეტე ორმაგი დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „საკრამენტო კინგსს“ უმასპინძლა და დიდი სხვაობით დაამარცხა – 121:91.
სეზონის პირველ ნახევარში გოგა სასტარტო შემადგენლობაში იყო, გუნდიც უფრო ხშირად იგებდა და თავადაც ხშირად აგროვებდა ორმაგ დუბლს.
ამჯერად უკვე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო შეხვედრაში და მეტად მცირე დროში მოახერხა ქულებსა და მოხსნებში ორნიშნა რიცხვებზე ასვლა: 18 წუთი, 12 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება. როდესაც ის მოედანზე იყო, „ორლანდო“ 18 ქულით დაწინაურდა.
„მეჯიქიდან“ ყველაზე მეტი პაოლო ბანკერომ ჩააგდო – 24 ქულა. ორმაგი დუბლი შეასრულა საკრამენტოელმა დომანტას საბონისმა – 14 ქულა, 13 მოხსნა.
„ორლანდოს“ 36 მოგება, 39 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მერვე ადგილზეა. მომდევნო მატჩს, 1 აპრილს შინ „კლიპერსის“ წინააღმდეგ გამართავს.