გოგა ბითაძემ კვლავ ძირითადში ითამაშა - „ორლანდომ“ „დეტროიტი“ დაამარცხა #1TVSPORT
გოგა ბითაძემ კვლავ ძირითადში ითამაშა - „ორლანდომ“ „დეტროიტი“ დაამარცხა #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის „ორლანდო“ „დეტროიტს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებელი ანგარიშით, 11-ქულიანი სხვაობით დაამარცხა – 111:100.

„ორლანდო მეჯიქის“ ქართველმა ლეგიონერმა თამაში კვლავ ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო. ბითაძემ პარკეტზე 17 წუთი გაატარა. ამ პერიოდში ქართველმა ცენტრმა 8 ქულა, 1 პასი, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. გოგამ 5-დან 4 სროლა ზუსტად შეასრულა, 4-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, ერთი სამქულიანი კი ააცილა.

„ორლანდოს“ შემადგენლობაში ორმაგი დუბლით საუკეთესო იყო ფრანც ვაგნერი, რომლის ანგარიშზეც 30 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასია.