გოგა ბითაძემ გუნდს 11 ქულა შესძინა - „ორლანდომ“ „ნიუ ორლეანსი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ნიუ ორლეანს პელიკანსს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად გაიმარჯვა – 115:88.
საქართველოს ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი „ორლანდოს“ ძირითად ხუთეულში იყო, მოედანზე 26:43 წუთი გაატარა, ხოლო თავის გუნდს 11 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა შესძინა. გოგამ თამაშიდან მეტოქის ფარს 6-ჯერ შეუტია და 5 ბურთი მოათავსა, ასევე ერთი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.
„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი ქულა გერმანელმა ვაგნერებმა დააგროვეს, ფრანც ვაგნერის ანგარიშზე 27 ქულაა, ხოლო მორიცის – 17.
შედეგად, „ორლანდო მეჯიქმა“ 5-მატჩიანი წაგებების სერია დაასრულა და აღმოსავლეთ კონფერენციაში ამჟამად მე-7 ადგილზეა.