გოგა ბითაძე ტრავმირებულია და რეგულარული სეზონის დასაწყისს გამოტოვებს
02:14, 22.12.2020
„ინდიანა პეისერსის“ განცხადებით, გოგა ბითაძეს კოჭი აქვს დაზიანებული და რეგულარული სეზონის დასაწყისს გამოტოვებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოახერხებს ქართველი კალათბურთელი დაბრუნებას. გოგას ტრავმა 2 კვირაში ხელახლა შეფასდება და მისი დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილი გახდება.
Injury Update: Goga Bitadze suffered a Grade 2 right ankle sprain and is out indefinitely. He will be reevaluated in two weeks.
შეგახსენებთ, რომ NBA წინასასეზონო მატჩებით 12 დეკემბერს განახლდა, ბითაძემ კი პირველი მატჩი „ფილადელფიასთან“ ჩაატარა, სადაც „ინდიანა“ 107:113 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა 20 წუთსა და 38 წამში 5 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.
გოგა ბითაძის გუნდი რეგულარული სეზონის პირველ მატჩს 24 დეკემბერს „ნიუ იორკ ნიქსის“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით დილის 4 საათზე დაიწყება.