გოგა ბითაძე ტრავმირებულია და რეგულარული სეზონის დასაწყისს გამოტოვებს

02:14, 22.12.2020

„ინდიანა პეისერსის“ განცხადებით, გოგა ბითაძეს კოჭი აქვს დაზიანებული და რეგულარული სეზონის დასაწყისს გამოტოვებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოახერხებს ქართველი კალათბურთელი დაბრუნებას. გოგას ტრავმა 2 კვირაში ხელახლა შეფასდება და მისი დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილი გახდება.

შეგახსენებთ, რომ NBA წინასასეზონო მატჩებით 12 დეკემბერს განახლდა, ბითაძემ კი პირველი მატჩი „ფილადელფიასთან“ ჩაატარა, სადაც „ინდიანა“ 107:113 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა 20 წუთსა და 38 წამში 5 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.

https://www.youtube.com/watch?v=kOkNG2ATJxc

გოგა ბითაძის გუნდი რეგულარული სეზონის პირველ მატჩს 24 დეკემბერს „ნიუ იორკ ნიქსის“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით დილის 4 საათზე დაიწყება.

 

მსგავსი