გოგა ბითაძე ორკვირიანი შესვენების შემდეგ მოედანს 10 ქულით დაუბრუნდა #1TVSPORT
გოგა ბითაძე ორკვირიანი შესვენების შემდეგ მოედანს 10 ქულით დაუბრუნდა #1TVSPORT

გოგა ბითაძეს ტრავმის გამო ორი კვირა გაუცდა. იგი მოედანს ფლორიდულ დერბიში დაუბრუნდა და ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. მისი „ორლანდო მეჯიქი“ კი „მაიამი ჰიტთან“ ოვერტაიმში 119:125 დამარცხდა.

ბითაძე სათადარიგო იყო და მწვრთნელმა 22 წუთი ათამაშა. ამ დროში მან 4-დან 4 ორქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 10 ქულას 9 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიამატა.

მის სარგებლიანობაზე მეტყველებს, რომ გოგას მოედანზე ყოფნისას „ორლანდო“ 21 ქულით დაწინაურდა, მაშინ როცა სასტარტოებს – ბანკეროს, ქელდუელ პოუპსა და ვენდელ კარტერს ეს მაჩვენებელი შესაბამისად -21, -23 და -25 ჰქონდათ.

„ორლანდოს“ 24-24 მოგება-წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა. მომდევნო მატჩს 31 იანვარს სტუმრად „პორტლენდთან“ გამართავს.