გოგა ბითაძე მოედანს დაუბრუნდა, „ორლანდო“ ფინიქსში დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ცენტრმა, გოგა ბითაძემ „ორლანდოს“ მაისურით ერთმატჩიანი შესვენების შემდეგ ფინიქსში ითამაშა, სადაც „სანსთან“ 104:117 დამარცხდა.
ფინიქსელთა შორის შეუჩერებლები იყვნენ დევინ ბუკერი (30 ქულა) და დილონ ბრუკსი (24).
გოგა ბითაძემ 8 წუთი ნაყოფიერად გამოიყენა – 4 ქულა, 5 მოხსნა.
„ორლანდო მეჯიქს“ 8 ტურის შემდეგ ორი მოგება აქვს. მომდევნო მატჩს 8 ნოემბერს „გოლდენ სტეიტთან“ სტუმრად ჩაატარებს.