გოდერძი შველიძე „ბრივის“ შერკინების მწვრთნელად დაინიშნა
გოდერძი შველიძე „ბრივის“ შერკინების მწვრთნელად დაინიშნა

საფრანგეთის „ტოპ 14“-ში მოასპარეზე კლუბი „ბრივის“ შერკინების მწვრთნელად ვეტერანი „ბორჯღალოსანი“ გოდერძი შველიძე დაინიშნა. 42 წლის სპეციალისტმა მარკ მასო ჩაანაცვლა, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გრძელვადიანი შვებულება აიღო. ინფორმაციას „ბრივის“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

შველიძეს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 62 მატჩი აქვს ჩატარებული – გამოცდილმა ბურჯმა სამ მსოფლიო თასზე იასპარეზა. მოთამაშის კარიერა მან 2016 წელს დაასრულა და ხელი სამწვრთნელი საქმიანობას მიჰყო.

ახალი პოზიციის დაკავებამდე გოდერძი შველიძე ფილიპ კარბონოსთან ერთად კლუბის 21-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა და როგორც „ბრივის“ ვებგვერდი წერს, ქართველს მნიშვნელოვანი როლი უკავია და „შავ-თეთრების“ განვითარების გრძელვადიან პროექტშია ჩართული.

შეგახსენებთ, რომ „ბრივში“ არაერთი ქართველი მორაგბე თამაშობს. მათ შორის არიან „ბორჯღალოსნები“ – ვასილ ლობჟანიძე, სოსო ბეკოშვილი, თედო აბჟანდაძე და ოთარ გიორგაძე.