გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - „ჰამბურგმა“ გასვლით მატჩში ქულა მოიპოვა #1TVSPORT
გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ გერმანიის ბუნდესლიგაში ბერლინის „უნიონს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 0:0.
საქართველოს ნაკრების მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ის მარჯვენა ფლანგზე მოქმედებდა და შეტევების გამწვავებას ცდილობდა, ამასთანავე დაცვაშიც საიმედოდ გამოიყურებოდა.
„უნიონის“ მე-10 წუთზე შეეძლოთ ანგარიშს გახსნა, მაგრამ სტუმართა მეკარე დანიელ ჰოიერ ფერნანდესმა პენალტი მოიგერია და „ჰამბურგი“ გადაარჩინა.
გერმანიის ბუნდესლიგაში გამართული ხუთი ტურის შემდეგ „ჰამბურგს“ 5 ქულას აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.