გოჩოლეიშვილმა ბუნდესლიგაში საგოლე გადაცემა შეასრულა - „ჰამბურგმა“ „მაინცი“ დაამარცხა #1TVSORT
გიორგი გოჩოლეიშვილმა მიმდინარე სეზონში „ჰამბურგში“ ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, რომელმაც „მაინცს“ უმასპინძლა და სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა – 4:0.
„ჰამბურგი“ ქართველი მცველის აქტიურობის შემდეგ დაწინაურდა – მე-6 წუთზე გოჩოლეიშვილის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი ანგარიში ლოკონგამ გახსნა, თუმცა ქართველს საგოლე გადაცემა ჩაუწერეს.
„ჰამბურგი“ ამის შემდეგ უფრო თავისუფლად ათამაშდა და კიდევ სამბურთი გაიტანა – ფილიპმა დუბლი შეასრულა, ერთი ბურთი კი დომპეს ანგარიშზეა. გოჩოლეიშვილი 82-ე წუთზე შეცვალეს.
ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ კი „შტუტგარტთან“ სტუმრად 0:1 დამარცხა. ქართველ თავდამსხმელს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია.
ექვსი ტურის შემდეგ „ჰამბურგი“ მე-9 ადგილზეა, ხოლო „ჰაიდენჰაიმი“კი მე-17 პოზიციას იკავებს.