გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ პლეი ოფში გავიდა, მამუჩაშვილის „შერიფისთვის“ ევროსეზონი დასრულებულია #1TVSPORT
გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ პლეი ოფში გავიდა, მამუჩაშვილის „შერიფისთვის“ ევროსეზონი დასრულებულია #1TVSPORT

გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა“ კონფერენსლიგის მესამე ეტაპზე ჩეხურ „ოსტრავასთან“ პენალტების სერიით მოიგო და პლეი ოფში გავიდა.

გოჩოლეიშვილი საპასუხო შეხვედრაში განაცხადში არ იყო. პირველი მატჩი დანიაში „კოპენჰაგენმა“ 2:1 მოიგო, სტუმრად კი 0:1 დამარცხდა. დამატებით დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, პენალტების სერია კი უკეთ დანიელებმა შეასრულეს და პლეი ოფში ითამაშებენ.

ლადო მამუჩაშვილის „შერიფი“ ლიუბლიანის „ოლიმპიასთან“ გასვლაზე 0:3 დამარცხდა. ფავორიტი სლოვენიური კლუბი იყო, მოლდოვის ჩემპიონმა საშინაო მატჩიც დათმო – 0:1 და გათამაშებას გამოეთიშა. ბათუმის „დინამოს“ ყოფილი მოთამაშე „შერიფის“ განაცხადში ვერ მოხვდა, რადგან ტურნირზე სხვა გუნდის ფორმით ნათამაშები ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კლუბებისთვის ევროსეზონი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე დასრულდა – ჩვენი ბოლო წარმომადგენელი „იბერია“ თურქულ „ბაშაქშეჰირთან“ დამარცხდა (0:1, 0:2) და ეროვნულ ლიგაზე გადაერთვება.