გოჩა სვანიძე - ყრილობის გასამართად დელეგატების ნახევარიც საკმარისი იქნება
გოჩა სვანიძე - ყრილობის გასამართად დელეგატების ნახევარიც საკმარისი იქნება

გოჩა სვანიძე რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ორგანიზაციის ყოფილმა პრეზიდენტმა თანამდებობა წელს, 29 ივლისს დატოვა, მაგრამ ორგანიზაციის ლიდერობისთვის ბრძოლას აპირებს.

„ყრილობა ისე ჩატარდება, როგორც ეს რეგლამენტშია მითითებული – საარჩევნო რეგლამენტი არ შეგვიცვლია და ფარული კენჭისყრა იქნება. 13:00 საათზე ყრილობის დელეგატების რეგისტრაცია დაიწყება, ხოლო 14:00 საათზე – სხდომა. ერთი ცვლილება ისაა, რომ თებერვალში დაგეგმილ ყრილობაზე ქვორუმისთვის დელეგატების 2/3 იყო საჭირო. ახლა საამისოდ დელეგატების ნახევარიც საკმარისი იქნება. შესაბამისად, ძალიან მაღალი ალბათობაა, რომ კრება შედგება. პრეზიდენტობის კანდიდატი ისევ სამია. ახალი კანდიდატის დარეგისტრირება უკვე ვეღარ მოხერხდება, რადგან ამის ვადა უკვე გასულია“, – ამბობს გოჩა სვანიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 30 იანვარს უნდა გამართულიყო, მაგრამ 24 თებერვლისთვის გადაიდო, მერე კი ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე კლუბების მიერ სამი კანდიდატია წარდგენილი – გოჩა სვანიძე, ბაჩო ხურციძე და ირაკლი აბუსერიძე. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ყრილობა 30 დეკემბერს თბილისში, დიღმის მასივში მდებარე „ლოკომოტივის“ სარაგბო ბაზაზე 13:00 საათზე გაიმართება.