გოჩა სვანიძე ჟურნალისტებს შეხვდა
გოჩა სვანიძე ჟურნალისტებს შეხვდა

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ ნუცუბუძის სარაგბო ბაზაზე ჟურნალისტებთან ღია შეხვედრა მოაწყო, სადაც საკუთარი ოთხწლიანი მუშაობის შედეგებზე, მოახლოებულ არჩევნებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

სვანიძემ მასზე გაჟღერებულ ბრალდებაზე მიწების გაყიდვის თაობაზე განაცხადა, რომ რაგბის კავშირისთვის ეს გარიგებები ძალიან მომგებიანი იყო და მასში კანონსაწინააღმდეგო არაფერი ყოფილა. მისივე თქმით, მასთან არანაირი ზარი არ განხორციელებულა კანდიდატურის მოხსნის თაობაზე და მისთვის უპირველესი ქართული რაგბის მომავალია.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის განცხადებით, მისი მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში იგი ჩვენს ქვეყანაში რაგბის განვითარებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის არჩევნები 30 იანვარს გაიმართება. პრეზიდენტობისთვის გოჩა სვანიძის გარდა ბაჩო ხურციძე და ირაკლი აბუსერიძე იბრძოლებენ.