გოჩა ლორთქიფანიძე - ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიყო არჩეული საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში
გოჩა ლორთქიფანიძე - ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიყო არჩეული საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში

ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიყო არჩეული მოსამართლედ საქართველოს მხრიდან, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, რისთვისაც, მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს საარჩევნო კამპანიაში მხარდაჭერისა და გამოცხადებული ნდობისთვის, – ამის შესახებ ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ არჩეულმა გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა.

გოჩა ლორთქიფანიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს ყოფილ იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს.

„მთელი ეს საარჩევნო კამპანია თუ პროცესი, მისი აქტიური მხარდაჭერით და ჩართულობით წარიმართა. განსაკუთრებულად მინდა, გამოვყო საგარეო საქმეთა მინისტრის როლი, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს, ყველა საელჩოს, განსაკუთრებით ნიუ-იორკში ჩვენი მისიის, ასევე ყველა ელჩისა და ყველა დიპლომატის როლი, ვინც ამ საქმეში წვლილი შეიტანა. ასევე იუსტიციის გუნდი, რომელიც მუხლჩაუხრელად მუშაობდა საარჩევნო კამპანიის ბოლომდე წარმატებით მისაყვანად. რაც შეეხება, მოსამართლის თანამდებობაზე განმწესების პროცედურას, ამას აქვს პროცესი და აქ არის ჩამოყალიბებული სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს რამდენიმეთვიან ვადას, რა პერიოდშიც, ჩეხმა მოსამართლემ თავისი უფლებამოსილება უნდა დაამთავროს. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში, ეს არის რამდენიმე თვე და შესაძლოა, უფრო მეტიც, ჩემთვის პატივი იქნება თუ საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობას მოიწონებს და დაამტკიცებს. ამ გუნდის შემადგენლობაში, როგორც იუსტიციის მინისტრმა, გავაგრძელო ისეთივე პასუხისმგებლობითა და შემართებით მუშაობა, როგორც ადრე“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

შეგახსენებთ, გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.