გოჩა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ სულ მცირე რამდენიმე თვე იქნება საჭირო, რათა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში უფლებამოსილების შესრულებას შეუდგეს
გოჩა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ სულ მცირე რამდენიმე თვე იქნება საჭირო, რათა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში უფლებამოსილების შესრულებას შეუდგეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, სულ მცირე რამდენიმე თვე იქნება საჭირო, რათა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში უფლებამოსილების შესრულებას შეუდგეს.

ლორთქიფანიძის განმარტებით, ეს დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის იმ ვადაზე, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ჩეხმა მოსამართლემ უნდა დაასრულოს.

„როცა ჰააგაში არჩევნებში გავიმარჯვე, ვარ მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებული, ჯერ მოსამართლე არ ვარ. მოსამართლე მაშინ გავხდები, როცა უფლებამოსილების შესრულებას შევუდგები. ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის იმ ვადაზე, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ჩეხმა მოსამართლემ უნდა ჩაამთავროს. ასევე, სხვა ორგანიზაციული საკითხებია, რომელიც წყდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან შეთანხმებით. ეს ყველაფერი მინიმუმ რამდენიმე თვეს მოითხოვს, თუ უფრო მეტს არა“, – აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ.

შეგახსენებთ, გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

ამავდროულად ის გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობაშია დასახელებული.