Goal.com-მა ინგლისის პრემიერლიგის სეზონის სიმბოლური გუნდი დაასახელა #1TVSPORT
პოპულარულმა საფეხბურთო პორტალმა, Goal.com-მა ინგლისის პრემიერლიგის 2022/23 წლის სეზონის სიმბოლური გუნდი დაასახელა. საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ოთხი ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტიდან“ მოხვდა.
სიმბოლურ ნაკრებში, „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელების გარდა, მოთამაშეები „არსენალიდან“, „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ და „ნიუკასლიდან“ შევიდნენ. ყველა ეს გუნდი მომდევნო სეზონში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.
ინგლისის პრემიერლიგის სიმბოლური გუნდი Goal.com-ის ვერსიით:
მეკარე: ნიკ პოუპი („ნიუკასლი“)
მცველები: კირან ტრიპიერი („ნიუკასლი“), ლისანდრო მარტინესი („მანჩესტერ იუნაიტედი“), ვილიამ სალიბა („არსენალი“), ნათან აკე („მანჩესტერ სიტი“)
ნახევარმცველები: მარტინ ოდეგორი („არსენალი“), კევინ დე ბრუინი, როდრი (ორივე „მანჩესტერ სიტი“)
თავდამსხმელები: ბუკაიო საკა („არსენალი“), მარკუს რაშფორდი („მანჩესტერ იუნაიტედი“), ერლინგ ჰალანდი („მანჩესტერ სიტი“)
შეგახსენებთ, პრემიერლიგის 2022/23 წლის სეზონის გამარჯვებული „მანჩესტერ სიტი“ გახდა, ხოლო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ერლინგ ჰალანდი დაასახელეს. ნორვეგიელმა 36 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.