გმირთა მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელების მორეცხვა დღეს დაიწყება
გმირთა მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელების მორეცხვა დღეს დაიწყება

გმირთა მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელების მორეცხვა დღეს, 13:00 საათზე დაიწყება, – ამის შესახებ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა ლევან ჯღარკავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საღამოს ასევე დაიწყება ელექტრო გაყვანილობის გაკეთაბაც, რაც ორ-სამ დღეში დასრულდება.

ლევან ჯღარკავას განცხადებით, გადასასვლელები სპეციალური ქაფით მოირეცხება და ამას სისტემატური სახე ექნება.

“მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებობდა განათება, დამონტაჟებული იყო კამერები, თუმცა ვანდალიზმის ფაქტი მოხდა და თავიდან უნდა განხორციელდეს ყველაფერი. უნდა დავიხმაროთ შსს, რათა არ განმეორდეს მსგავსი  ფაქტი. დასუფთავების შემდეგ უნდა შენარჩუნდეს სტაბილური მდგომარეობა, უნდა იყოს დაცვა , კამერები , რომელიც შსს-ის მიერ გაკონტროლდება. ეს არ იქნება ერთჯერადი ხასიათის , მასიური სახე ექნება და კონტროლი განხორციელდება “, – განაცხადა ლევან ჯღარკავამ.