გლოვის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის უწყების შენობებსა და სამხედრო ქვედანაყოფებში სახელმწიფო დროშები დაშვებულია

09:45, 09.01.2025

გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის შენობებზე, ასევე ყველა სამხედრო ქვედანაყოფში დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

მთავრობის განკარგულებით, 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამოცხადდა.

5 იანვარს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი