გლოვის დღესთან დაკავშირებით, შსს-ს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
გლოვის დღესთან დაკავშირებით, შსს-ს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის განკარგულებით, 2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.